English / ქართული / русский /
იამზე სურმანიძე
აჭარის ბიზნეს სექტორში დასაქმების დარგობრივი სტრუქტურის სტატისტიკური ანალიზი

ანოტაცია. სტატიაში შესწავლილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიზნეს სექტორში დასაქმების დარგობრივი სტრუქტურა, გამოვლენილია ეკონომიკური საქმიანობის სახეებიდან წამყვანი დარგები დასაქმების მიხედვით. შეფასებულია ამ დარგებში შრომის პროდუქტიულობის დონე, მისი დინამიკა და მასზე მოქმედი ფაქტორების გავლენა ფიქსირებული და სტრუქტურული ძვრების ინდექსების გამოყენებით. სტატიაში ასევე წარმოდგენილია მთლიანი შიდა პროდუქტის და დასაქმების წილობრივი მაჩვენებლების დინამიკის შედარებითი ანალიზი დარგების მიხედვით. გამოვლენილია დასაქმების დარგობრივი სტრუქტურის თავისებურებები რეგიონალურ და მუნიციპალურ ჭრილში.

საკვანძო სიტყვები: ბიზნეს-სექტორი, დასაქმება, შრომის პროდუქტიულობა. 

შესავალი

საქართველოში შრომის ბაზრის შესასწავლად საკმაოდ ბევრი კვლევაა განხორციელებული.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველწლიურად ატარებს შრომის ბაზრის ანალიზს, რომლის მიზანიც დასაქმებისა და უმუშევრობის მიმართულებით არსებული ტენდენციების ანალიზია, მათ შორის სექტორულ, ასაკობრივ, გენდერულ და რეგიონულ ჭრილში. ამასთან განსაზღვრავს იმ ძირითად სექტორებს, რომელშიც განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური აქტივობაა. შრომის ბაზრის განვითარება ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა პირდაპირ კავშირშია ბიზნეს-სექტორის განვითარებასთან. საქართველოში დასაქმების ძირითად წყაროს ბიზნეს-სექტორი წარმოადგენს (სემგს, 2019).

აჭარა საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავდება ეკონომიკური საქმიანობების პრიორიტეტულობისა და პერსპექტიულობის თვალსაზრისით. წინამდებარე ნაშრომში განხილულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიზნეს სექტორში დასაქმების დარგობრივი სტრუქტურის სტატისტიკური ანალიზი, დარგობრივ, გენდერულ და მუნიციპალურ ჭრილში (იხ. დიაგრამა 1).

დიაგრამა 1. ბიზნეს სექტორში დასაქმების წილი მთლიან დასაქმებაში

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

2019 წლის მონაცემებით, აჭარაში დასაქმებულია 158,1 ათასი კაცი, აქედან ბიზნეს სექტორში დასაქმებულია 74,8 ათასი ანუ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა წილი 58,4%-ს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5 ერთეულით აღემატება. დასაქმებულთა განაწილება აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით გვიჩვენებს, რომ ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ბიზნეს სექტორში დასაქმების დონე საკმაოდ მაღალია, ვიდრე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, რაც აჭარაში აქტიური ურბანიზაციის შედეგია. სამუშაო ადგილები ძირითადად თავმოყრილია ქალაქებსა და დაბებში, სადაც საწარმოების უფრო მეტი რაოდენობაა (იხ. ცხრილი 1). აჭარაში ურბანიზაციის დონე და უმუშევრობის მაჩვენებელიც მაღალია საქართველოს სხვა რეგიონებთან განსხვავებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ რეგიონის ეკონომიკურ სტრუქტურაში დიდი წილი მშენებლობაზე და ტურიზმზე მოდის, რაც ხელს უწყობს დროებით და არა მუდმივ დასაქმებას.

ცხრილი 1. დასაქმებულთა განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით

 

2014

2015

2016

2017

2018

2019

აჭარა

54 655

57 555

66 597

70 087

70 292

74 804

ქ. ბათუმი

45 742

47 078

54 637

58 153

58 591

62 449

ქედის მუნიციპალიტეტი

292

494

561

705

873

909

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

4 484

5 221

5 785

7 088

6 929

6 956

შუახევის მუნიციპალიტეტი

772

1 634

1 804

621

537

955

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

2 717

2 777

3 387

2 971

2 687

2 719

ხულოს მუნიციპალიტეტი

648

350

424

549

674

816

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

2019 წლის მონაცემების მიხედვით აჭარაში ეკონომიკური საქმიანობის სახეებიდან წამყვანი ადგილი  ვაჭრობას, მრეწველობას, მშენებლობას, სასტუმრო-რესტორნებს და ტრანსპორტირებას უჭირავს როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ისე ბრუნვისა და გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით.

დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობების რეიტინგული სია ასე გამოიყურება (2019 წლის მონაცემების მიხედვით): ყველაზე მეტი დასაქმებული ვაჭრობაში და ავტომობილების რემონტშია (21%), შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (16%) და მშენებლობა (14%), ტრანსპორტირება-დასაწყობება და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (11%), სხვა საქმიანობების წილი შედარებით დაბალია და ცალკეულად ვარირებს 0-5% დიაპაზონში (იხ. დიაგრამა 2).

დიაგრამა 2. დასაქმების წილი მთლიან დასაქმებაში დარგების მიხედვით

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ საქსტატის მონაცემების მიხედვით 

საინტერესოა დასაქმების დინამიკა რეიტინგული ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, ამასთან დაქირავებულთა რაოდენობის და შრომის ანაზღაურების დინამიკა. ეს დარგებია: მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება (იხ. ცხრილი 2).

2011 წლამდე მრეწველობის დარგში დასაქმებულთა რაოდენობა აღემატებოდა სხვა დარგებში დასაქმებულთა რაოდენობას, ხოლო სასტუმროების და რესტორნების სექტორი ბოლო პოზიციას იჭერს ამ ხუთეულში. 2011 წლიდან წინა პლანზე წამოიწია ვაჭრობის დარგში დასაქმებამ, მრეწველობის დარგში დასაქმებამ იწყო შემცირება, ხოლო სასტუმროების და რესტორნების სექტორში დასაქმება გაიზარდა. ბოლო წლებში დასაქმებაში ლიდერობენ ვაჭრობის, მრეწველობის და მშენებლობის დარგები (იხ. დიაგრამა 3).

დიაგრამა 3. დასაქმებულთა განაწილება დარგების მიხედვით 

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ საქსტატის მონაცემების მიხედვით 

შრომის პროდუქტიულობა. ბიზნესში სამუშაო ძალის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია შრომის პროდუქტიულობა, რომელიც განსაზღვრავს დროის ერთეულში პროდუქციის წარმოების უნარს. შრომის პროდუქტიულობის სტატისტიკის ამოცანებია განსაზღვროს შრომის პროდუქტიულობის დონე, დინამიკა და მასზე მოქმედი ფაქტორები.

შევაფასეთ დასახელებულ 5 დარგში შრომის პროდუქტიულობის ცვლილება შრომის პროდუქტიულობის ინდექსების გამოყენებით. შრომის პროდუქტიულობა გამოითვლება წარმოებული პროდუქციის მოცულობის შეფარდებით დასაქმებულთა რიცხვზე:

სადაც P არის შრომის პროდუქტიულობა (Productivity), Y არის წარმოებული პროდუქციის მოცულობა,  L - დასაქმებულთა რიცხვი (Labor).

შრომის პროდუქტიულობის დინამიკა დავახასიათოთ ინდექსით:

 

სადაც P1 და P0 შრომის პროდუქტიულობის დონეებია საანგარიშო პერიოდის ბოლოს და დასაწყისში.

თუ ამ ფორმულაში შევიტანთ Y-ის მნიშვნელობას , როგორც შრომის პროდუქტიულობის და დასაქმებულთა რიცხვის ნამრავლი, მაშინ მივიღებთ:

 

ეს არის შრომის პროდუქტიულობის ცვალებადი შემადგენლობის ინდექსი. 

ცხრილი 2. დასაქმების დარგობრივი სტრუქტურა აჭარაში

 

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

დასაქმებულთა რიცხოვნობა სულ

32271

30523

29229

31325

31847

39975

44691

49759

54655

57555

66597

70087

70292

74804

მრეწველობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაქმებულთა რაოდენობა (კაცი)

6 726

5 732

5 161

6 742

6 980

7 130

8 244

7 752

8 670

9 494

10 422

10 858

10 920

10 466

დაქირავებულთა რაოდენობა (კაცი)

6 380

5 276

4 930

6 401

6 705

6 792

8 133

7 468

8 423

9 129

10 022

10 463

10 280

10 016

დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება (ლარი)

212,0

257,5

317,9

287,8

314,6

367,1

377,2

447,4

515,9

544,5

575,0

623,5

701,8

824,0

მშენებლობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაქმებულთა რაოდენობა (კაცი)

4 951

4 750

5 359

5 629

4 099

6 292

8 202

8 793

10 276

10 494

10 272

9 777

10 217

10 458

დაქირავებულთა რაოდენობა (კაცი)

4 777

4 593

5 187

5 491

3 952

6 234

8 175

8 720

10 103

10 425

10 174

9 512

9 774

9 912

დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება (ლარი)

310,0

401,3

553,0

606,2

845,7

750,6

756,6

883,9

930,6

1 537,6

1 653,2

1 414,3

1 527,0

1 826,2

ვაჭრობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაქმებულთა რაოდენობა (კაცი)

4 682

4 727

4 398

4 819

4 696

7 688

8 033

9 351

10 741

12 360

13 464

14 057

14 607

16 647

დაქირავებულთა რაოდენობა (კაცი)

3 049

3 497

3 442

3 814

3 670

6 143

6 868

8 298

8 866

10 043

10 326

11 135

11 087

12 255

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება (ლარი)

144,6

193,7

240,7

243,8

294,4

325,8

391,2

411,6

468,5

505,2

547,1

553,7

676,7

667,0

სასტუმროები და რესტორნები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაქმებულთა რაოდენობა, კაცი

2209

1978

1700

1816

2278

2379

4109

5826

6002

6082

6510

7327

7654

8185

დაქირავებულთა რაოდენობა, კაცი

1932

1687

1451

1607

2011

2283

3923

5615

5778

5334

6268

7185

7152

7899

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური შრომის ანაზღაურება, ლარი

96,2

180,5

226,0

241,9

401,5

369,8

420,2

358,4

362,3

553,1

644,7

675,8

711,3

802,7

ტრანსპორტი და დასაწყობება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაქმებულთა რაოდენობა (კაცი)

4194

3224

3057

3428

3041

3109

3762

4247

4115

4216

5853

7670

7826

8163,2

დაქირავებულთა რაოდენობა (კაცი)

4056

3130

2977

3367

3016

3056

3652

4012

3938

3969

5360

6817

6877

7524,8

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება (ლარი)

405,1

495,1

784,8

788,5

893,8

1021,6

980,1

993,3

1032,8

1238,9

1163,6

1176,3

1134,2

1111,3

წყარო: (საქსტატი)

შევაფასეთ შრომის პროდუქტიულობის დინამიკა ცალკეულ დარგებში. მასზე მოქმედებს ორი ფაქტორი-შრომის პროდუქტიულობის დონეთა ცვლილება დარგებში და დასაქმების სტრუქტურული ძვრები. ამ უკანასკნელის გავლენა იმას ნიშნავს, რომ  ცალკეულ დარგში შრომის პროდუქტიულობის უცვლელობის პირობებშიც კი საერთო შრომის პროდუქტიულობა გაიზრდება, თუკი გაიზრდება იმ დარგებში დასაქმებულთა ხვედრითი წილი, რომელშიც მაღალია შრომის პროდუქტიულობა. შრომის პროდუქტიულობის დინამიკაზე მოქმედი ფაქტორები შეიძლება გავზომოთ შრომის პროდუქტიულობის ფიქსირებული და სტრუქტურული ძვრების ინდექსით.

ფიქსირებული ინდექსი (Fixed Index)  განსაზღვრავს შრომის პროდუქტიულობის ცვლილების გავლენას საერთო შრომის პროდუქტიულობაზე და გამოითვლება ფორმულით:

 

სტრუქტურული ძვრების ინდექსი (Structural Index) განსაზღვრავს დასაქმების მასშტაბური სტრუქტურის ცვლილების გავლენას საერთო შრომის პროდუქტიულობაზე და გამოითვლება ფორმულით:

 

შევაფასეთ დარგებში შრომის პროდუქტიულობის დონის, დინამიკის და მასზე მოქმედი ფაქტორების გავლენა (იხ. ცხრილი 2.2.2)

ცხრილი 3. შრომის პროდუქტიულობის დონის დინამიკა დარგების მიხედვით 

 

გამოშვებული პროდუქცია, მლნ ლარი

დასაქმებულთა რაოდენობა

დასაქმებულთა % წილი

შრომის პროდუქტიულობის დონე

ცვალებადი ინდექსი

 

2010

2019

2010

2019

2010

2019

2010

2019

 

 

       

 

 

     

ვაჭრობა

74,5

516,6

4696

16647

15%

22%

15865

31033

1,96

ტრანსპორტი

122,6

523,8

3041

8163

10%

11%

40316

64166

1,59

მშენებლობა

222,9

1152,1

4099

10458

13%

14%

54379

110164

2,03

სასტუმრო-რესტორნები

37,3

338,7

2278

8185

7%

11%

16374

41381

2,53

მრეწველობა

160,4

706,3

6980

10466

22%

14%

22980

67485

2,94

სულ

714,6

4426,1

31847

74804

100%

100%

22439

59169

2,64

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ 

გამოთვლებიდან ჩანს, რომ 2010-2019 წლებში შრომის პროდუქტიულობის დონე აჭარის ბიზნეს სექტორში 22439 ლარიდან 59 169 ლარამდე გაიზარდა. მათ შორის უფრო მეტად მშენებლობის და მრეწველობის დარგებში.

ცხრილის ბოლო სვეტში გაანგარიშებულია შრომის პროდუქტიულობის ცვალებადი შემადგენლობის ინდექსები მთლიანად და ცალკეული დარგისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ შრომის პროდუქტიულობა 2019 წელს მთლიან ბიზნეს სექტორში 2,64-ჯერ გაიზარდა 2010 წელთან შედარებით, მრეწველობაში-2,94-ჯერ, სასტუმრო-რესტორნებში-2,53-ჯერ, მშენებლობაში 2,03-ჯერ, ვაჭრობაში-1,96-ჯერ და ტრანსპორტში-1,59-ჯერ. ამრიგად, შრომის პროდუქტიულობა ყველაზე მეტად მრეწველობაში გაიზარდა. გამოვთვალეთ:

   

შრომის პროდუქტიულობის ფიქსირებული ინდექსი , ხოლო სტრუქტურული ძვრების ინდექსი .

ჩატარებული გამოთვლებით მივიღეთ, რომ აჭარის ბიზნეს სექტორში შრომის პროდუქტიულობა 2010 წლიდან 2019 წლამდე გაიზარდა 264%-ით, რაც გამოწვეულია განხილულ 5 დარგში მთლიანად პროდუქტიულობის დონის ზრდით და არა დასაქმებულთა სტრუქტურის ცვლილებით.

ფიქსირებული და სტრუქტურული ძვრების ინდექსების ნამრავლი 2,64*1=2,64 არის შრომის პროდუქტიულობის ცვალებადი შემადგენლობის ინდექსი. მაშასადამე, შრომის პროდუქტიულობა განხილულ დარგებში მთლიანად განსაზღვრავს შრომის პროდუქტიულობას ბიზნეს სექტორში, ხოლო სტრუქტურული ძვრების გავლენას შრომის პროდუქტიულობა არ განიცდის.

ამრიგად, შრომის პროდუქტიულობის დონე ყველაზე მეტად მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში გაიზარდა, რაც იმას უკავშირდება, რომ ამ დარგებში ერთ დასაქმებულზე კაპიტალდაბანდების მეტი წილი მოდის. მრეწველობის ყველაზე დიდი ქვესექტორი აჭარაში დამამუშავებელი მრეწველობაა, რომელშიც ლიდერობს საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება, სამშენებლო მასალებისა და სხვა არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება,  ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება. აღსანიშნავია, რომ ამ დარგების საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ მაღალია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ინვესტიციების გაზრდა ამ დარგების გაფართოებისთვის.

საქსტატის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, დამამუშავებელ მრეწველობაზე აჭარის მშპ-ს 14% და დასაქმების 16% მოდის. ამ სექტორში დასაქმებულთა 60% ქალია და 40% კაცი, ხოლო დასაქმებულთა ანაზღაურება ქალების-616 ლარი, კაცების-1018 ლარი (იხ. დანართი 2.3), რაც ნაკლებია მრეწველობის სხვა ქვესექტორებში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე. მრეწველობის სექტორში მოქმედი საწარმოების 88% მცირე საწარმოა და დასაქმებულია დასაქმებულთა 33%. 2017-2019 წლებში ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7%-ით შემცირდა. მრეწველობის სექტორის საწარმოთა დაახლოებით 60% ბათუმშია, შემდეგ ხელვაჩაურში, ქობულეთში და მცირე რაოდენობით წარმოდგენილია მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში, სადაც აქტიურია ღვინის წარმოება, ხილის გადამუშავება, თევზისა და რძის პროდუქტების წარმოება. ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში ფართო ასორტიმენტის პროდუქციის წარმოება ხდება, მათ შორის, მეტწილად სამშენებლო მასალების წარმოება. ზოგიერთი სამრეწველო საწარმო სახელმწიფო პროგრამების („აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგრო კრედიტი“) და დონორი ორგანიზაციების ბენეფიციარია. ტექსტილის წარმოების განვითარებას აჭარაში ხელი შეუწყო თურქულმა ინვესტიციამ და აქაურმა იაფმა მუშახელმა. ბათუმს მნიშვნელოვანი სამრეწველო და სატრანსპორტო პოტენციალი გააჩნია პორტის და ნავთობტერმინალის არსებობის უპირატესობით.

საქსტატის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, მშენებლობის დარგზე მოდის აჭარის მშპ-ს 14% და დასაქმების 16%. ამ სექტორში დასაქმებულთა 10% ქალია და 90% კაცი, ხოლო დასაქმებულთა ანაზღაურება ქალების-1133 ლარი, კაცების-1912 ლარი (იხ. დანართი 2.3). მშენებლობის ბუმი აჭარაში გამოიწვია ტურიზმის ბიზნესის განვითარებამ და მეტწილად აჭარის ზღვისპირა ზოლში, ბათუმსა და ქობულეთში გააქტიურდა, შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ქალაქებში სწორედ მშენებლობაშია დასაქმებული.

რაც შეეხება დასაქმებულთა ხელფასებს ამ დარგებში, მშენებლობაში და მრეწველობაში დასაქმებულთა ხელფასები აღემატება ვაჭრობისა და მომსახურების დარგებში დასაქმებულთა ხელფასებს (იხ. დიაგრამა 4).

დიაგრამა 4. დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასები დარგების მიხედვით

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური 

სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარება საწარმოების ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ეფუძნება ეროვნულ სტატისტიკურ კლასიფიკატორს, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის სტატისტიკური ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორის NACE Rev. 2 Statistical classification of economic activities in the European Community ბაზაზე (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი, 2016).

თუ შევადარებთ დასაქმების და მთლიანი შიდა პროდუქტის წილობრივ მაჩვენებლებს ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, შევნიშნავთ, რომ აჭარის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ყველა სექტორში ყოველთვის არ განაპირობებს სამუშაო ადგილების შექმნას (იხ. დიაგრამა 5).

დიაგრამა 5. დასაქმების და მშპ-ს წილის დინამიკა დარგების მიხედვით

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ 

დამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმების წილის დინამიკა და მთლიან შიდა პროდუქტში გამოშვების წილის დინამიკა 2013 წლიდან თითქმის ერთნაირია. მშენებლობის დარგში დასაქმების წილი 2017 წლიდან შემცირდა, თუმცა მისი წილი მშპ-ში საგრძნობლად გაიზარდა. საბითუმო და საცალო ვაჭრობაში მათი დინამიკებიც თითქმის ერთნაირია, თუმცა 2017-2019 წლებში ამ დარგში დასაქმების წილის ზრდასთან ერთად მცირდებოდა მშპ-ს წილი. ტრანსორტირება-დასაწყობების დარგში საპირისპირო სიტუაციაა, 2015-2017 წლებში დასაქმების წილი მკვეთრად გაიზარდა, მშპ-ს წილი შემცირდა. სასტუმროებისა და რესტორნების დარგში, 2015 წლიდან ამ სიდიდეებს თითქმის ერთნაირი ზრდის დინამიკა აქვთ, მანამდე კი საპირისპირო დინამიკა შეიმჩნეოდა.

საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება წარმოების ფაქტორების არასწორი განაწილება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები დაბალი პროდუქტიულობის სექტორებში ვლინდება, ხოლო მაღალი პროდუქტიულობის სექტორები ცოტა სამუშაო ადგილს ქმნის, ან ეს ადგილები არ არის საკმარისი დასაქმების გასაზრდელად (პოსადას პ. ..., 2018).

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ბიზნეს სექტორში დასაქმების დონე საკმაოდ დაბალია სხვა მუნიციპალიტეტებთან (ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი) შედარებით, სადაც თავმოყრილია საწარმოთა უმრავლესობა. მაღალმთიანეთში ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგში არიან დასაქმებულები. ამიტომ როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (აჭარის ა.რ. მთავრობა, 2019), ისე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP საქართველო) მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ პოლიტიკას. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების  პროგრამების განხორციელება მიმართულია იქეთკენ, რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივი კადრების დასაქმებას, შემცირდეს სამუშაო ძალის მიგრაცია, შემცირდეს სიღარიბის დონე.

კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ადგილობრივ წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდნენ შემდეგი საქმიანობები: ხელოვნება, გართობა და დასვენება; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება; მშენებლობა; მრეწველობა, კვების და ფარმაცევტული მრეწველობის გარდა; საბითუმო და საცალო ვაჭრობა, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ამ სექტორებში შემცირდა დასაქმებაც და შემოსავლებიც(საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, 2020). შესაბამისად მეტად მნიშვნელოვანია იმ ქვედარგების განვითარებაზე აქცენტის გაკეთება, რომლებსაც ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ აჭარაში, იქნება ეს სოფლის მეურნეობის, თუ გადამამუშავებელი მრეწველობის დარგები. არსებული შეზღუდული რესურსების ფარგლებში შესაძლებელია ბიზნეს სექტორის პრიორიტეტული და პერსპექტიული მიმართულებების განვითარება. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ რესურსებთან ერთად, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სტარტაპ პროგრამებისა და საგრანტო პროექტების მხარდაჭერით, სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მხრიდან  ფინანსური თანადგომით, ნოვატორული იდეების წახალისებით, შესაძლებელია ადგილობრივი ბიზნესის განვითარების და პროდუქტიულობის ამაღლების ხელშეწყობა. 

დასკვნა

ამრიგად, აჭარის ბიზნეს სექტორში გამოვლინდა პრიორიტეტული დარგები: საბითუმო და საცალო ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტირება, სასტუმროები და რესტორნები, როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ისე ბრუნვისა და გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით. ამ დარგებში შრომის პროდუქტიულობის ზრდამ განაპირობა აჭარის მთლიან ბიზნეს სექტორში შრომის პროდუქტიულობის დონის გაზრდა. ბოლო წლებში შრომის პროდუქტიულობის დონე ყველაზე მეტად მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში გაიზარდა, რაც იმას უკავშირდება, რომ ამ დარგებში ერთ დასაქმებულზე კაპიტალდაბანდების მეტი წილი მოდის. შესაბამისად შრომის ანაზღაურების ზრდაც ამ დარგებში უფრო მიმდინარეობს სხვა დარგებთან შედარებით.

ბიზნეს სექტორის სხვადასხვა დარგში დასაქმების და მშპ-ს წილის დინამიკის შესწავლამ აჩვენა, რომ ზოგიერთ დარგში შეინიშნება წარმოების ფაქტორების არასწორი განაწილება ანუ სამუშაო ადგილები დაბალი პროდუქტიულობის სექტორებში ვლინდება, ხოლო მაღალი პროდუქტიულობის სექტორები ცოტა სამუშაო ადგილს ქმნის, ან ეს ადგილები არ არის საკმარისი დასაქმების გასაზრდელად.

მნიშვნელოვანია აჭარაში პრიორიტეტული და პერსპექტიული დარგების განვითარების მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება, რაც ხელს შეუწყობს როგორც  ადგილობრივი კადრების დასაქმებას და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. EPPM. (2013). უმაღლესი განათლების გავლენა სამუშაო ძალის ფორმირებაზე. თბილისი: განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი.
  2. UNDP საქართველო. (б.д.). Получено из https://www.ge.undp.org/ content/georgia/ka/home/ operations/projects/poverty_reduction/agriculture-development-in-ajara.html 
  3. აჭარის ა.რ. მთავრობა. (2019). აჭარის ა.რ. საშუალოვადიანი (2020-2023) სამოქმედო გეგმა.
  4. თსუ. (2013). სტატისტიკა ეკონომიკისა და ბიზნესისათვის (ლექციების კურსი). თბილისი: თსუ.
  5. პოსადას პ. ... (2018). დასაქმება საქართველოში: სამუშაო ადგილების ლანდშაფტის შეფასება. Washington: World Bank Group. Получено из https://openknowledge.worldbank.org/ bitstream/handle/10986/29955/126461 GEORGIAN.pdf?sequence=4&isAllowed=y 
  6. საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი. (2016). ეკონომიკური საქმიანობის სახეები (რედაქცია 2). თბილისი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. Получено из https://www.geostat.ge/media/5368/NACE-Rev-2_Georgian_Aug-3_2016_Final.pdf
  7. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. (2020). Covid-19-ის შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. GPRC. Получено из http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/136520/08_Viewpoint_2020-05-04_Covid_19_and_Georgian_economy 
  8. საქსტატი. (б.д.). ბიზნეს სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგია.
  9. სემგს. (2019). საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი. Получено из http://www.lmis.gov.ge/Lmis/ Lmis.Portal.Web/Handlers/ GetFile.ashx?Type= UserReport&ID=30ad9f6d-7c9e-48f2-b90c-d56bc719d0bd 
  10. UNDP საქართველო. (თ. გ.). მოპოვებული https://www.ge.undp.org/content/ georgia/ka/home/operations/projects/ poverty_reduction/agriculture-development-in-ajara.html-დან